პროექტის სახელი: ნობელის პრემიის ლაურეატები.
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ამ პროექტის სრულყოფისათვის მოვიძიებთ ინფორმაციას XX საუკუნის პირველი ნახევრის ნობელის პრემიის ლაურიატების შესახებ. განსაკუთრებით კი იმ მეცნიერთა შესახებ, რომლების მიერ აღმოჩენილ ან შესწავლილ მოვლენებსაც მეტ–ნაკლებად შევისწავლით X-XI კლასებში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებისათვის წარდგენილი თემებიდან მათ აირჩიეს თემა „ნობელის პრემიის ლაურიატები“. მოსწავლეები თვლიან, რომ ძალიან საინტერესო იქნება იმ დიდი ადამიანების შესახებ მეტის ცოდნა, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს თავისი საქმისათვის, ზოგ შემთხვევაში სიცოცხლეც კი შესწირეს მას. გაიგონ როგორ ცხოვრობდნენ? რა უხაროდათ? რითი იყვნენ ბედნიერნი? მეცნიერნი შეირჩნენ იმ ნაშრომების მიხედვით, რომელთა გამოც მიიღეს ნობელის პრემია. შესაბამისად ეს საკითხები მეტ–ნაკლებად შეისწავლება X-XI კლასებში. მოსწავლეები დაიყოფიან რამდენიმე ჯგუფად. მოიძიებენ ინფორმაციას. ნაშრომებს განიხილავენ შესაბამისი ცოდნის საფუძველზე მასწავლებლის დახმარებით. როდესაც მოძიებული მასალა მზად იქნება მოსწავლეები შეადგენენ კითხვარს. გამოვიკითხავთ მოსახლეობის აზრს ამ მეცნიერთა პოპულარობის შესახებ. დავადგენთ რამდენად ცნობილია მათი ნაშრომები და რა იციან მათ შესახებ. ბოლოს და ბოლოს XX საუკუნე არის ატომის საუკუნედ წოდებული.I ჯგუფი გამოიკითხავს 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, II ჯგუფი ექიმებს, III ჯგუფი მასწავლებლებს, IV ჯგუფი ჯარში ნამყოფ ადამიანებს, V ჯგუფი ნებისმიერ ადამიანს. შევადგენთ სტატისტიკურ მონაცემთა დიაგრამას. მოძიებული მასალის გასავრცელებლად დავამზადებთ საინფორმაციო ბუკლეტებს(შესაძლებლობის მიხედვით). მასალას თან დაერთვება გამოყენებულ საშუალებათა ნუსხა. ბოლოს მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას. პრეზენტაცია ჩაითვლება საუკეთესოდ და შეფასდება მაქსიმალური ქულით, თუ მოძიებულ მასალას წარმოდგენილი იქნება ისტ–ის გამოყენებით. ამ პროექტის შექმნის დროს მოსწავლეები შეიძენენ კვლევითი–საძიებო სამუშაოების შესრულების უნარს, თანამშრომლობის უნარს, ლოგიკური ანალიზის უნარს, პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარს.
მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 6 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: I– თემის შერჩევა; II– საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება(მოსწავლეთა სურვილით); III– პროექტის გეგმის შემუშავება თითოეული ჯგუფისთვის ცალ–ცალკე; IV–ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება; V–პროექტის მომზადება (ჯგუფისთვის დაკისრებული ნაწილი) გათვალისწინებულ დროში; VI– პრეზენტაცია; VII– პროექტის შემაჯამებელი შეფასება შესაბამისი რუბრიკის მიხედვით; VIII– პროექტის საჯაროობა.
მოსალოდნელი შედეგები: VIII აქტივობა ითვალისწინებს პროექტის საჯაროობას ე.ი. გამოქვეყნებას სკოლის გაზეთში სტატიების სახით, კედლის გაზეთის გამოშვებას, ბუკლეტების დამზადებას და ა.შ.
სარგებელი სხვებისთვის: დაზუსტებული ინფორმაციის არსებობა უკვე სასარგებლოა დაინტერესებული პირებისათვის.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სავარაუდოთ არ იქნებიან.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია; ბიოლოგია; ისტორია.
ფიზ. XI/XII.6 მოსწავლე აღწერს ბირთვული ენერგიის მიღებისა და გამოყენების გზებს.
ფიზ. XI/XII.7. მოსწავლე აფასებს თანამედროვე ფიზიკის განვითარების მნიშვნელობას.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ შუბაშვილი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamar60sh@gmail.com
პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი
Saturday, December 26, 2009
ნობელის პრემიის ლაურეატები
Subscribe to:
Posts (Atom)